leaderboard_below_slide
left_sabechdi

რეაბილიტაცია ბავშვებისთვის

პედიატრიული რეაბილიტაცია მოიცავს მდგომარეობების ფართო სპექტრს,რომლებიც არსებობდეს  ბავშვის დაბადებიდან მოზარდობამდე. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს კონგენიტალური(თანდაყოლილი) ან შეძენილი (დაბადების შემდეგ განვითარებული ) და შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურგანვითარების ან ფსიქოლოგიურ ასპექტებს. პედიატრიული რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ბავშვის ფუნქციონირებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ძირითადი პადიატრიული პრობლემები და მათი სარეაბილიტაციო მიდგომებია: 

  1. ცერებრალური დამბლა

  • მდგომარეობა, რომელაც გავლენა აქვს მოძრაობასა და კუნთების ტონუსზე 

  • ცერებრალური დამბლის რეაბილიტაცია მოიცავს:

ფიზიკური თერაპია : მოტორული უნარების,ძალისა, ბალანსის და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და ა.შ

ოკუპაციური თერაპია: ყოველდღიური საქმიანობისა და წვრილი მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად.

მეტყველების თერაპია : კომუნიკაციური სირთულეებისა და ყლაპვის დარღვევების გასაუმჯობესებლად

ორთოპედიული მოწყობილობები : ცხოვრების  ხარისხის გასაუმჯობესებლად 

 

  1. სპინა ბიფიდა

  • მდგომარეობა, როცა  ხერხემალი და ზურგის ტვინი ვერ ყალიბდება სათანადოდ. 

  • სპინა ბიფიდას სარეაბილიტაციო მიდგომებია:

ფიზიკური თერაპია : კუნთების გასაძლიერებლად და მობილობის გასაუმჯობესებლად.

ოკუპაციური თერაპია : ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობად და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

დამხმარე მოწყობილობები : როგორიცაა ეტლი, კორსეტების გამოყენება და ა.შ

 

  1. დაუნის სინდრომი 

  • 21-ე ქრომოსომის ტრისომია. 

  • დაუნის სინდრომის რეაბილიტაცია მოიცავს : 

ფიზიკური თერაპია : კუნთების ტონუსის,ბალანსისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.

მეტყველების თერაპია : ეხმარება ენის(როგორც ორგანოს) განვითარებას და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებას. 

ოკუპაციური თერაპია : წვრილი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარებასა და ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობად. 

 

  1. აუტისტური სპექტრის აშლილობა 

  • მდგომარეობა , რომელსაც შესაძლოა გავლენა ქონდეს კომუნიკაცი , ქცევის დარღვევაზე და ა.შ 

  • აუტისტური სპექტრის რეაბილიტაცია გულისხმობს:

ქცევითი თერაპია : როგორიცაა გამოყენებითი ქცევის ანალიზი(ABA), სოციალური, კომუნიკაციური და სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად და ა.შ

მეტყველების თერაპია : კომუნიკაციის ხელშესაწყობად. 

  1. კუნთოვანი დისტროფია

  • დაავადებების რომელიც იწვევს პროგრესირებად სისუსტეს და კუნთების მასის დაკარგვას. 

  • რეაბილიტაცია მოიცავს:

ფიზიკური თერაპია : კუნთების სიძლიერისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ოკუპაციური თერაპია : ყოველდღიური აქტივობების შესრულების დასახმარებლად და გარემოსთან უკეთესი ადაპტაციისათვის. 

რესპირაციული თერაპია : კუნთების სისუსტის პროგრესირებისას სუნთქვის მხარდასაჭერად. 

 

  1. იდიოპათიური იუვენილური ართრიტი:

  • აუტოიმუნური დაავადებაა,რომელიც მიმდინარეობს სახსრების მუდმივ ანთებით.

  • რეაბილიტაცია : 

ფიზიკური თერაპია : სახსრების ფუნქციისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად.

ოკუპაციური თერაპია : ყოველდღიური საქმიანობების გასამარტივებლად  და ტკივილის მართვისათვის. 

ტკივილის მართვა : სხვადასხვა ინტერვენციები,მათ შორის სითბოსა და სიცივის თერაპია,მედიკამენტები და სხვა. 

  პედიატრიული რეაბილიტაცია მულტიდისციპლინური სფეროა,რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მდგომარეობის მქონე ბავშვების დახმარებას, იმისათვის , რომ  მიაღწიონ დამოუკიდებლობას და მაქსიმალურად გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ინდივიდუალური მკურნალობის გეგმ,რომლებიც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ,მეტყველების და ქცევით თერაპიებს და ა.შ გადამწყვეტია თითოეული ბავშვისათვის. ადრეული ჩარევა და გარემო ფაქტორების  ადაპტირება ეფექტური პედიატრიული რეაბილიტაციის აუცილებელი კომპონენტებია.

ასევე იხილეთ