ფიზიკური რეაბილიტაცია, ასევე ცნობილი როგორც ფიზიოთერაპია, დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ტკივილის შემსუბუქებას,მოძრაობის დიაპაზონის გაზრდას,ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას,ფიზიკური ფუნქციების აღდგენას და სხვა. იგი მოიცავს ინტერვენციების ფართო სპექტრს,რომლებიც მორგებულია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარება აუცილებელია,როდესაც მოძრაობის შეზღუდვის ან ტკივილს სხვადასხვა მიზეზების გამო. მდგომარეობები, რომლის დროსაც ტარდება ფიზიკური რეაბილიტაცია, არის:
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ოპერაციების შემდეგ (განსაკუთრებით კი ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ),ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს უწყობს მობილობის, ძალის და ფუნქციის აღდგენას.
- ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია: სპორტული დაზიანებების,უბედური შემთხვევებისა და ტრავმის შემდეგ(როგორიცაა მოტეხილობა, დაჭიმულობა, მყესების რღვევა და სხვა), რეაბილიტაცია მიზნად ისახავს შეხორცების ხელშეწყობას, ტკივილის შემცირებას და ფუნქციის აღდგენას.
- ქრონიკული ტკივილი: რეაბილიტაცია ეხმარება ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს ტკივილის მართვასა და დაძლევაში.
- ნევროლოგიური მდგომარეობები : რეაბილიტაცია გადამწყვეტია ისეთი ნევროლოგიური დაზიანებების დროს,როგორიცაა ინსულტი,ზურგის ტვინის დაზიანება,გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება და სხვა.
- კარდიოლოგიური პრობლემები: გულის შეტევის ან გულზე ჩატარებული ოპერაციის შემგდომ პერიოდში რეაბილიტაცია ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას.
- რესპირატორული პრობლემები: ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის (მაგალითად ფქოდი), რეაბილიტაცია ფოკუსირებულია სუნთქვის გაუმჯობესებაზე.
- ბალანსისა და მობილობის პრობლემები : ხანდაზმული პაციენტებს ან პაციენტებს,რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობის შედეგად აწუხებთ ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა, სჭირდებათ რეაბილიტაცია დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და დაცემის რისკის შესამცირებლად.
- განვითარების შეფერხება: განვითარების შეფერხების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია ეხმარება მოტორული ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
- ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი: სარეაბილიტაციო პროგრამების დახმარებით ქალები მარტივად გადიან პოსტსამშობიარო პერიოდს.
ფიზიკური რეაბილიტაციის ფართოდ გავრცელებული მეთოდები
ფიზიკური თერაპიის დროს გამოყენებული ინტერვენციები მრავალფეროვანია,ისინი ტარდება მანუალურად ან სპეციალური დანადგარების მეშვეობით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე,როგორიცაა ტრავმის ტიპი,მდგომარეობის სიმძიმე, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რეაბილიტაციის მიზნები და სხვა. ძირითადი მეთოდები,რომლების გამოიყენება ფიზიკურ რეაბილიტაციაში შემდეგია:
- სამკურნალო ვარჯიში
ვარჯიში ფიზიკური თერაპიის სახეობაა,რომელიც მოიცავს მოქნილობისა, ძალის და მოძრაობის გასაუმჯობესებლად შექმნილ სპეციფიკურ ვარჯიშებს.ეს სავარჯიშოები შეიძლება მოიცავდეს გაჭიმვას,წონით ვარჯიშს, რეზისტენგტულ ვარჯიშებს,ბალანსის სავარჯიშოებს და სხვა.
2. სიცივისა და სითბოს თერაპია
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურაა.სითბოს თერაპია გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად,კუნთების დაჭიმულობის შესამსუბუქებლად და ტკივილის შესამცირებლად.სითბო ხელს უწყობს კუნთის სპაზმისა და დაძაბულობის მოხსნას,აძლიერებს ქსოვილის მოქნილობას. სიცივის თერაპია კი სასარგებლოა ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად,ამსუბუქებს ტკივილს.
3. მანუალური თერაპია. მანუალური თერაპია მოიცავს ისეთ ტექნიკას,როგორიცაა მასაჟი,სახსრის მობილიზაცია და სხვა მანიპულაციები.იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სახსრების მოძრაობის გასაუმჯობესებლად და კუნთების დაჭიმულობის შესამცირებლად.ასევე დადებით გავლენას აქვს სისხლის მიმოქცევაზე და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
4. ულტრაბგერითი თერაპია
ფიზიკური თერაპიის სახეა,რომელიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად, ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი მდომარეობების სამართავად,როგორიცაა ტენდინიტი,ბურსიტი ართრიტი, ართროზი და სხვა.
ულტრაბგერითი ტალღებით შესაძლებელია ასევე ფონოფორეზის ჩატარება.ეს არის მეთოდი, რომელის დროსაც დაზიანების არეზე შესაძლებელია მედიკამენტის შეყვანა.
დაბალი ინტენსივობის სინათლის სხივებს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ააქტიურებს უჯრედის მეტაბოლიზმს და მიკროცირკულაციას. გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა: ართრიტი, ართროზი, მყესების დაზიანება, ჰემატომა, ტკივილი და სხვა.
ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება, ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღდმეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.
ფიზიოთერაპიის ჩატარება გერმანული პრემიუმ ბრენდების Zimmer-ისა და Physiomed-ის უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი. ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 250 15 55