leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან კობიაშვილი: ვამაყობ ჩვენი ნაკრებით და კიდევ ერთხელ მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გუნდის თითოეულ წევრს!

ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოსთვის სადებიურო ასპარეზობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ტურნირს სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი აფასებს და ამასთან ერთად, მადლობას უხდის გულშემატკივარს ქომაგობისთის.

„ისტორიული ევროპის ჩემპიონატი!

დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები.

ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს!

ვამაყობ ჩვენი ნაკრებით და კიდევ ერთხელ მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გუნდის თითოეულ წევრს.

ვულოცავ გიორგი მიქაუტაძეს ბომბარდირთა შორის მოხვედრას.

მადლობა გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!

მალე ისევ შევხვდებით!” – წერს ლევან კობიაშვილი.

ასევე იხილეთ