ვენტილატორი ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური საშუალებაა ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად. კონდიციონერის გამოგონებამდე, სწორედ ეს მოწყობილობა უზრუნველყოფდა გაგრილებას. წლებთან ერთად, ვენტილატორების დიზაინიც შეიცვალა, ფუნქციური განახლებებიც აქვს და მისი ინსტალაციაც გაცილებით მეტ არჩევანს გთავაზობს.
ინსტალაციის მიხედვით არსებობს 4 ტიპის ვენტილატორი:
- იატაკზე დასადგამი ვენტილატორები
იატაკზე დასადგამი, თანამედროვე ვენტილატორების მართვა დისტანციური მართვის პულტითაც შეიძლება. აქვს სიჩქარის სხვადასხვა რეჟიმი, დახრის რეგულირების და ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლის ფუნქციები. შესაძლებელია ვენტილატორის სიმაღლეში რეგულირებაც. გაითვალისწინე, იატაკზე დასადგამ ვენტილატორს შედარებით მეტი სივრცე სჭირდება, ამიტომ, შეძენამდე, დარწმუნდი, შენს სახლში ამ ყველაფრისთვის ადგილი მოიძებნება.
- მაგიდაზე დასადგამი ვენტილატორები
ტრადიციული ვენტილატორი, სწორედ მაგიდის ვენტილატორი იყო. ის კომპაქტური და პორტატულია, ძალიან მცირე ადგილს საჭიროებს და შეგიძლია, ნებისმიერ ადგილას განათავსო, სადაც დაგჭირდება. მასაც, ისევე, როგორც იატაკზე დასადგამ ვენტილატორს აქვს სიჩქარის და დაბერვის მიმართულების კონტროლის შესაძლებლობა.
- კედელზე დასამონტაჟებელი ვენტილატორები
კედელზე დასამონტაჟებელ ვენტილატორებს, უმეტესად, კაფე-ბარებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდები. დღეს, თანამედროვე კედლის ვენტილატორები გარე სივრცეებშიც გამოიყენება. მათ აქვს ე.წ. დანამვის ფუნქცია – ჰაერის ნაკადთან ერთად ჰაერში წყლის წვეთები აეროზოლის სახით იფრქვევა და ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე სასიამოვნოდ აგრილებს.
- ჭერში დასაკიდებელი ვენტილატორები განათებით
ჭერის ვენტილატორებს, ჭაღ-ვენტილატორებსაც უწოდებენ და ეს მოწყობილობა უამრავი ფილმიდანაც გემახსოვრება. მისი დაკიდება ხდება, შედარებით, დიდ სივრცეებში, მათ შორის საძინებლებში, მისაღებ ოთახში, რესტორანში, ფიტნეს დარბაზებსა თუ სხვა ადგილებში.
ეს მრავალფუნქციური ვენტილატორი არა მხოლოდ სივრცეს ანათებს – ჰაერის თანაბარ მიმოქცევასაც უზრუნველყოფს, რაც გრილ, სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის ინტერიერში.
ვენტილატორები „ექსტრაზე“
ბაზარზე ვენტილატორების უამრავი არჩევანია. „ექსტრაზე“ შეგიძლია მარტივად შეარჩიო ვენტილატორების მწარმოებელი წამყვანი ბრენდებიდან შენთვის სასურველი დიზაინი.
- ზუსტად განსაზღვრე, რა ტიპის ვენტილატორი გჭირდება და რა ფუნქციებს უნდა აკმაყოფილებდეს
- სწორად შეარჩიე ზომა და ვენტილატორის ინსტალაციის ტიპი
- ყურადღება მიაქციე ვენტილატორის სიმძლავრეს. უფრო დიდი სივრცისთვის აირჩიე, შედარებით, მძლავრი ვენტილატორი
- პატარა ოთახისთვის, კომპაქტური, მაგიდის ვენტილატორი გაცილებით მოსახერხებელი იქნება
- თუ ვენტილატორს საძინებელი ოთახისთვის არჩევ, დააკვირდი მოწყობილობის ხმაურის დონეს, უხმაურო ვენტილატორი შენს მშვიდ ძილს უზრუნველყოფს
თანამედროვე ვენტილატორებს, უამრავი საინტერესო ფუნქცია აქვს, რაც მათ გამოყენებას გაცილებით მოსახერხებელს ხდის:
- დისტანციური მართვა
- ტაიმერი
- იონიზაცია
- ჰაერის ფილტრაციის ფუნქცია და სხვა
და ბოლოს, აირჩიე ვენტილატორი, რომელიც თავისი დიზაინით შეავსებს და დაამშვენებს შენი სახლის ინტერიერს.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი