leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ზიზღის მასშტაბური კამპანიები, რასაც გარკვეული ძალები თანამედროვე პოლიტიკაში ნერგავენ, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ ძალადობაში, არამედ მკვლელობის მცდელობებში იზრდება

„ზიზღის მასშტაბური კამპანიები, რასაც გარკვეული ძალები ნერგავენ თანამედროვე პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში,  ზუსტად არა მხოლოდ ძალადობაში, არამედ მკვლელობის მცდელობებში იზრდება“, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამ განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მსგავსი ფაქტი, მანამდე იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ ანალოგიური თავდასხმა. ეს არის ზუსტად იმ ძალების სახე, რომლებიც ახალისებენ და პოპულარიზაციას უწევენ ზიზღსა და ძალადობას. სამწუხაროდ, პოლარიზაციისა და ზიზღის კამპანიების წახალისება საქართველოშიც არაერთხელ ვნახეთ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ღირებულებითი არჩევანი – საზოგადოება აირჩევს მშვიდობას თუ ომს, სტაბილურობას თუ ზიზღს, რადგან აგრესიის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ