2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ – 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია – 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა – 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი – 47% (239,2 ათასი ლიტრი) და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%).