საბავშვო აუზები ზაფხულში პატარების გართობისა და გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად, გართობის გარდა ბავშვთა აუზები ბევრი სხვა სარგებლის მომტანია, დაწყებული ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობით, დამთავრებული სოციალური უნარების გაუმჯობესებით.
საბავშვო აუზების მრავალფეროვანი არჩევანი Liloshop-ზეა. აქ ნებისმიერი ზომის აუზს იპოვი საუკეთესო ფასად. რაც მთავარია, მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით არის.
საბავშვო აუზების ბენეფიტები
- ფიზიკური ვარჯიში: ცურვა და წყალში თამაში ვარჯიშის შესანიშნავი ფორმაა. ის ეხმარება ბავშვებს გააუმჯობესონ გამძლეობა და მოქნილობა.
- ბავშვთა აუზები ასევე სოციალური ინტერაქციისა და ემოციური განვითარების კარგი შესაძლებლობაა: ის ბავშვებს აძლევს ურთიერთობის, კომუნიკაციისა და დროის მხიარულად გატარების შესაძლებლობას.
- წყალში თამაშის სწავლამ შეიძლება გაზარდოს ბავშვის თავდაჯერებულობა და თავდაპირველი შიშების დაძლევა.
- წყლის შეგრძნებას და რიტმულ მოძრაობას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც ხელს უწყობს მცირეწლოვან ბავშვებში სტრესისა და შფოთვის შემცირებას.
საბავშვო აუზის განთავსება რეკომენდირებულია ბრტყელ ზედაპირზე, ბასრი საგნებისგან ან პოტენციური საფრთხისგან მოშორებით. რეგულარული ზედამხედველობა გადამწყვეტია, რადგან არაღრმა წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს რისკები, თუ ბავშვები დარჩებიან უყურადღებოდ. ბევრი საბავშვო აუზი ასევე აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო ძირით.
როგორ მოვუაროთ საბავშვო აუზს?
საბავშვო აუზის მოვლა მოითხოვს პერიუდულად მის დასუფთავებას და სათანადო ჰიგიენური ნორმების დაცვას.
- რეგულარულად გაასუფთავეთ: ხშირად დააცარიელეთ და გაწმინდეთ აუზი, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების და წყალმცენარეების ზრდა.
- წყლის დამუშავება: უფრო დიდი საბავშვო აუზებისთვის გამოიყენეთ წყლის გამწმენდი საშუალებები. ეს პროდუქტები ხელს უწყობს წყლის სისუფთავეს და მავნე მიკროორგანიზმებისგან დაცვას.
- გამოიყენეთ აუზის საფარი მწერებისგან და ცხოველებისგან დასაცავად. ეს ასევე ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას და აორთქლების შემცირებას.
ბავშვთა აუზები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზაფხულში გაგრილება – ისინი ფიზიკური და სოციალური განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.