საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ახალი ფურცლის გადაშლის დრო დადგა და ახალ თავგადასავლებთან შესახვედრად მივდივარ. დღეიდან მე ამ გუნდის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვხდები. საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც 13 წლის განმავლობაში ვემსახურე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება – ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო და ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო“, – წერს ოლივიე ჟირუ.
ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებში 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 57 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.