leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ოპოზიციონერის პრესმდივნის კირა იარმიშის ინფორმაციით, ნავალნის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება.

სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

 

ასევე იხილეთ