leaderboard_below_slide
left_sabechdi

როდრი: ჩვენი დაცვა იმდენად საიმედოდ თამაშობდა, რომ პირველი გოლი მხოლოდ მერვედფინალში, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისას გავუშვით

ესპანელმა ნახევარმცველმა, როდრიმ ევრო 2024-ზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრების მხრიდან დაცვაში საიმედო თამაში აღნიშნა.

„ისეთ ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ყველაფერი რთულად მიმდინარეობს და ადვილი არაფერია. მაგალითად, გერმანიის ნაკრებმა ანგარიში შეხვედრის ბოლო წუთზე გაგვითანაბრა.

როგორც წესი, გუნდი, რომელიც გოლს გვიან იტანს, ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებს და იმარჯვებს. მაგრამ დამატებითი დრო კარგად ჩავატარეთ, მსგავსი რამ გვაძლიერებს.

ჩემპიონატის მსვლელობისას არაერთ მსგავს პრობლემას წავაწყდით. ეს რთული ბარიერები იყო, მაგრამ გადავლახეთ. ჩვენი დაცვა იმდენად საიმედოდ თამაშობდა, რომ პირველი გოლი მხოლოდ მერვედფინალში, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისას გავუშვით“, – განაცხადა როდრიმ.

ესპანელები ტურნირის ფინალში ინგლისს დაუპირისპირდნენ, 2:1 გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონები ისტორიაში მეოთხედ გახდნენ.

ასევე იხილეთ