მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, შინდისში 7 ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ი. ჭავჭავაძის ქ; ი. ჭავჭავაძის I შესახვევი; ი. ჭავჭავაძის II შესახვევი; ვ. ბარნოვის ქ; თაბორის ქ; 9 აპრილის ქ; სატყეოს ქ.
სამუშაოების შედეგად, გრუნტის გზა ასფალტის ორფენიანმა საფარმა ჩაანაცვლა. ჯამში, 15 783 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.
აღნიშნულ მისამართებზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. დღეიდან კი, ეს პრობლემა მოუგვარდებათ.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 595 600 ლარი გამოიყო.