leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა სარჩელის დაწერა მოუნდა, ეს ადასტურებს, რომ არასერიოზული ადამიანია

„პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა სარჩელის დაწერა მოუნდა. ეს ადასტურებს, რომ არასერიოზული ადამიანია“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

„სასაცილოა, ტრაგიკული რომ არ იყოს – პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა გაახსენდა, რომ საჭირო ყოფილა და სარჩელის დაწერა მოუნდა. ეს კიდევ უფრო ადასტურებს, რომ არასერიოზული ადამიანია. ხან არ ცნობს საკონსტიტუციო სასამართლოს და თვითონ როცა დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს. თავად ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, ნიშნავს, რომ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ. ამბობდნენ, ამ კანონში მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო. ამდენი რუსული თუ იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ დაწერეს სარჩელი? წაიკითხეს და ნახეს, რომ კონსტიტუციის შეუსაბამო არგუმენტები არ იყო. რაღაცას მოიმოქმედებენ, არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ