„სიმართლე გითხრათ, ამ ფანობისაც ვერ გავიგე ვერაფერი. ახლა კუნდემ ან დემბელემ 3 გოლი რომ გაიტანოს თავის კარში, თურმე, ფანობის პრინციპიდან, ის არ უნდა გავაკრიტიკოთ, არ შეიძლება თურმე – ვიღაც ტვინნაღრძობების აზრით, კამავინგამ ან სკამაკამ მოედანზე რომ „მოისაქმონ“, ხალხმა უნდა თქვას, შოკოლადი იყოო“, – წერს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
„ზიკო, სოკრატესი, ფალკაო;
მარადონა, კემპესი, პასარელა;
როსი, ძოფი, ჯენტილე;
პლატინი, ჟირესი, ტიგანა;
რუმენიგე, კალცი, შუმახერი;
კიგანი, ბრუკინგი, კლემენსი;
ბონეკი, ლატო, დეინა;
ჩივაძე, ბლოხინი, შენგელია.
ახლა ვეცდები, დაგანახოთ ფეხბურთის დეგრადაციის ნათელი მაგალითები!
ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავთცვენა იყო 1982 წლის (ყველაზე მაგარ) მსოფლიო ჩემპიონატზე და ვინ დაიკავა ამ ვარსკვლავების ადგილი?!
კუნდემ, სკამაკამ, პიკფორდმა, კამავინგამ, დემბელემ, რუდიგერმა, საკამ, მაკამ და ათასმა დაკუნთულმა უნიჭომ – რომელთა მთავარი მიზანი ფულია, ხოლო უმთავრესი თვისება მაგრად სირბილი, უკან პასები, მოედანზე გაწოლა, სიმულაცია და დროის გაყვანაა!
სიმართლე გითხრათ, ამ ფანობისაც ვერ გავიგე ვერაფერი. ახლა კუნდემ ან დემბელემ 3 გოლი რომ გაიტანოს თავის კარში, თურმე, ფანობის პრინციპიდან, ის არ უნდა გავაკრიტიკოთ, არ შეიძლება თურმე – ვიღაც ტვინნაღრძობების აზრით, კამავინგამ ან სკამაკამ მოედანზე რომ „მოისაქმონ“, ხალხმა უნდა თქვას, შოკოლადი იყოო. რა იყო, წმინდანები ან ღმერთები არიან ეს კოლექტიური „კამავინგები“ და კრიტიკა არ შეიძლება? ფანები ანუ მათი ფანატიკოსები უნდა ვიყოთ მთელი მსოფლიო და ლოცვა დავიწყოთ ჰარი კეინის ან რუდიგერის ქანდაკებაზე?
ან რა უბედურებაა – ვიღაცა 1 გოლს გაიტანს და ეროვნული გმირის წოდებას აძლევენ. ამას ჰქვია – სულ „გამო….ვდა“ მთელი მსოფლიოო!
არ გამომაპაროთ – კუნდეს, სკამაკას და კამავინგას წმინდა ნაწილების მოსალოცად როდის მიდიან „ფან-ფანატიკოსები“, – წერს სანდრო ბრეგაძე.