leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ჟურნალ „Compact“-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე – ამჯერად გერმანიაში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჟურნალ „Compact“-ის დახურვას ეხმიანება.

მისივე თქმით, ჟურნალ „Compact“ იმავე ძალებმა დახურეს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და თანხა ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში გადაამისამართეს.

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე – ამჯერად გერმანიაში. გამოყენებული იარაღი – ტოქსიკური „ევროკავშირის ფასეულობებია“, რომელთა კრიტიკა „დეზინფორმაციასთან“ არის გაიგივებული და რომლის არსს წარმოადგენენ: ცილისწამება, უსამართლობა, მონობა, სიცრუე და რეალობის გაუკუღმართებული აღქმები. მოკლედ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალა და დახურა ჟურნალი „Compact“, ცნო რა მისი შინაარსის „ანტიკონსტიტუციურობა“, „მემარჯვენე ექსტრემიზმი“ და „რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება“. ამ ჟურნალის შვიდი უკანასკნელი ნომრის გარეკანზე გამოტანილი სახელწოდებები კი ასე ჟღერს:  უფლება დევნილობაზე – ეს ბომბაა. როგორ დავიხსნათ თავი?

 სამხედრო დამნაშავეები. როგორ გეგმავდნენ გერმანელი გენერლები რუსეთზე თავდასხმას.

 ცხელი შემოდგომა. რატომ ეშინია მთავრობას საკუთარი ხალხის?

კრიმინალები ხელისუფლებაში. RKI-ს ფაილები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ახალი ფაშიზმი. მემარცხენე სახელმწიფო გზაშია?

ხალხის აგენტი. როგორ გამოჰყავთ პატრიოტები ქვეყნის მოღალატეებად.

საუკეთესო კანცლერი. კანდიდატი მემარცხენეებისთვის და მემარჯვენეებისთვის? დღეიდან ეს ჟურნალი აღარ არსებობს, მის რედაქციაში ჩატარდა ჩხრეკა.

განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი. იმავე ძალებმა უთხრეს უარი ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე და იმავე ძალებმა გადაამისამართეს აღნიშნული თანხები ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში, მათ შორის „ევროკავშირის ღირებულებების“ მატარებელ პარტიულ მედიებში. სამაგიეროდ საკუთარ „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ გარემოში იქცევიან ზუსტად ისევე, როგორი ქცევათა ნორმებით დააინფიცირეს უკრაინა და მოლდოვა. ზუსტად ამიტომ „ასწრებენ“ ისინი თავისუფალ და სუვერენულ საქართველოს მონობისა და ვასალობისკენ მიმავალ გზაზე,“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ