leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას

„ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე განაცხადა.

მივესალმები მოწვეულ სტუმრებს, მივესალმები „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით, ჩვენი საპატიო თავმჯდომარით და დამფუძნებლით, დამთავრებული თითოეულ ჯარისკაცამდე, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს რომ უწოდებენ თავს – თითოეულ მათგანს მივესალმები.

მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც “ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ