leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში!

„ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ“,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად სჭირდებათ.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ივლის იმ გზაზე, სადაც ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების, დეოკუპაციის და ევროპულ ოჯახში ღირსეული წევრობის თანაბარი შანსი და გარანტია იქნება.

„აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს. აი, ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად სჭირდებათ.

ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში! და არც ერთი მათგანი რომელიმე მეორის ხარჯზე. ამიტომ, მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! და მხოლოდ ევროპისკენ! აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ