leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის!

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც 2012 წელს წარმოთქვა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები უცვლელია – ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს მომავალი გამარჯვებები.

„ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო.

დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის!

„ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის; ევროპული მომავლისთვის; ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ