leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრთა მომსახურებას დროებით წყვეტს

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.

საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ