leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტზე: რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ქალის არსად გაშვება არ შეიძლება, ფაქტია

“სალომე ზურაბიშვილმა განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ვინაიდან მან ლონდონიდან სცადა თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიასა და ჩვენს უწმინდესს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ქალის არსად გაშვება არ შეიძლება, ფაქტია – ჯერ ვნახეთ, რომ მიუნხენში თავს ესხმოდა ქართულ დემოკრატიასა და სახელმწიფოს. ესეც არ იკმარა და ლონდონში თავს დაესხა ჩვენს დედა ეკლესიასა და უწმინდესს. შესაბამისად, ამ მესიჯების გახმოვანებისას, ის სხვის დავალებას ასრულებდა თუ საკუთარ ნებას გამოხატავდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე იხილეთ