leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: სანამ ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები ზეიმობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე „მოჟოჟკილ“ 30 მილიონს, გერმანიამ უკრაინას 2025 წლისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაუნახევრა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2025 წლისთვის გათვალისწინებულ ფინანსური დახმარების განახევრებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „საინტერესოა, რა კომენტარს გაუკეთებენ ამას ჩვენი „გლავკანალიზაციის“ ქსელში…“.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების პაკეტმა 8 მილიარდი შეადგინა, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მხოლოდ 4 მილიარდია გათვალისწინებული.

„უკვდავი ანეკდოტი გამახსენდა. ერთი სოფლელი კაცის წახალისება რომ გადაწყვიტეს ზეცაში და ანგელოზი მიუვლინეს წინადადებით: შენ დაიმსახურე ჯილდო შენი კარგი ცხოვრებით, ოღონდ ერთი პირობით – რასაც მოისურვებ, შენს მეზობელს ორჯერ მეტი მიეცემა. დაფიქრდა „კეთილი“ ადამიანი და ყოველდღე 120/80-ზე წნევა რომ მქონდესო. ახლა კი ასიმეტრიული რეალობა – ოღონდ არა წახალისებაზე, არამედ დასჯაზე. სანამ ჩვენი ლიბერალ-ფაშისტები ზეიმობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე „მოჟოჟკილ“ 30 მილიონს, გერმანია უფრო შორს წავიდა და უკრაინას 2025 წლისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაუნახევრა. წელს თუ ამ თანხამ 8 მილიარდს მიაღწია, 2025 წლის განსახილველ ბიუჯეტში მხოლოდ 4 მილიარდია გათვალისწინებული. ბუნდესტაგში აღნიშნული წინადადების განხილვა მიმდინარეობდა სერიოზული პარტიული დაპირისპირებების ფონზე. საინტერესოა, რა კომენტარს გაუკეთებენ ამას ჩვენი „გლავკანალიზაციის“ ქსელში…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ