leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ მიქელაძე: აკერმანის ჩანაწერებში ვკითხულობთ – ამერიკის შეიარაღებული ძალების ეფექტიც კი ვერ მივა ახლოს იმ ახალგაზრდებთან, რომელთაც ჩვენ სხვანაირად გავზრდით და გავუშვებთ იმ ქვეყნებში, რომელთა დამორჩილებაც გვსურს

„ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა დასრულდეს, მათ შორის სამართლებრივი გზით, თუმცა აუცილებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მოქალაქეებმა მიიღონ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდება. ზაალ მიქელაძემ პიტერ აკერმანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ აკერმანის იდეოლოგიით გაზრდილი ახალგაზრდები არიან დღეს საზოგადოების პრობლემა.

„ჩვენთვის კარგად ნაცნობ ევროპელებს და ევროპარლამენტარებს სურთ, საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ადამიანები, რომლებიც მათ ნებისმიერ დაკვეთას ასრულებდნენ და მომავალშიც შეასრულებენ. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც გარე ძალების დაკვეთებს მუდმივად ასრულებდნენ. ვერავინ დამაჯერებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ამბები ერთი ადამიანის შემოქმედება იყო. მსოფლიო პოლიტიკა ისე არ არის მოწყობილი, რომ ვიღაცამ, თუნდაც ეს იყოს ამ ქვეყნის ექსპრეზიდენტი, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და გაერთოს ამ ქვეყნის უბედურებით. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ სხვადასხვა ლიდერებმა გაითამაშეს გაბრაზება და ვითომ საყვედურები უთხრეს სააკაშვილს, შემდგომმა პერიოდმა მაინც დაგვანახა, რომ იგი და მისი კარგად დავიწყებული „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პოლიტიკაში შემოაბრუნეს. ეს ორგანიზაცია მათი მითითებით დაიყო რამდენიმე შტოდ. პრაქტიკულად შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები, რაც ამომრჩევლის დასაბნევად გაკეთდა. ჩვენ რეგიონებში, კარდაკარის პრინციპით ვივლით და ყველას ავუხსნათ, რომ ეს ანასხლეტები კვლავ ძველი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც ამ ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანეს.

ევროპაში გამოჩნდნენ თანამედროვე ლიდერები, რომლებიც ევროპის ოჯახის წევრები არიან, თუმცა განსხვავებული ხედვებით. მაგალითისთვის ვიქტორ ორბანიც საკმარისია. ვხედავთ, რაც ხდება უკანასკნელი დღეების განმავლობაში ევროპაში. ჩვენ გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, არადა, თავად მზად არიან, ჩაქოლონ, მოკლან ერთმანეთი. ეს რობერტ ფიცოს შემთხვევამაც დაამტკიცა. მასზე განხორციელებული თავდასხმა არ იყო შემთხვევითი. იგივე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრაპზე განხორციელებული თავდასხმა.

ევროპასა და დასავლეთში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს მკვლელობის მცდელობა 20 წლის ბავშვმა მოიფიქრა. ეს ბავშვი ამ ზომამდე რომ მისულიყო, მის მიმართ ერთმა დიდმა სისტემამ იმუშავა. შეგახსენებთ პიტერ აკერმანს – სიკვდილის შემდეგ მაოხრებელ გზირს. სწორედ აკერმანის იდეოლოგიით გაზრდილი ახალგაზრდები გახდნენ დღეს საზოგადოების პრობლემა. აკერმანის ჩანაწერებში ვკითხულობთ – ამერიკის შეიარაღებული ძალების ეფექტიც კი ვერ მივა ახლოს იმ ახალგაზრდებთან, რომელთაც ჩვენ სხვანაირად გავზრდით და გავუშვებთ იმ ქვეყნებში, რომელთა დამორჩილებაც გვსურს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა დასრულდეს, მათ შორის სამართლებრივი გზით, თუმცა აუცილებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მოქალაქეებმა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა, როგორც იდეოლოგია, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ამ ქვეყნის დანგრევის, გასამართლდება,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე იხილეთ