„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პარტიის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ასევე გაიხსნა „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისიც.
ღონისძიებაზე საზოგადოებას პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მშვიდობის პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
ცნობილია ისიც, რომ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულ ოცნებასთან’’ საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას.