leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, ისრაელის მმართველი პარტიის „ლიკუდი“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ისრაელის მმართველი პარტიის „ლიკუდი” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ასევე იხილეთ