leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: დავაფიქსირე მზაობა, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე, გვაქვს სერიოზული წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც

„მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები, მიღწევები, მაგრამ არის გამოწვევებიც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „პარაგრაფში“ განუცხადა, სადაც ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ, ბიზნესმა, როგორო უნდა განვითარდეს ბიზნესი.

„მადლობა სოსო ფხაკაძეს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ, ბიზნესმა, როგორო უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები, მიღწევები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო კოორდინაცია, თანამშრომლობა, ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ბიზნესთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ასევე იხილეთ