leaderboard_below_slide
left_sabechdi

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ