leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: კვირა არ გადის, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე სახელმწიფო დეპარტამენტმა ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვეყნონ

“კვირა არ გადის, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე სახელმწიფო დეპარტამენტმა, ატლანტიკურმა საბჭომ ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვეყნონ, რაც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეფასებებით საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას უსწრებს.

„კვირა არ გადის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ატლანტიკურმა საბჭომ ან მსოფლიო ბანკმა უმაღლესი შეფასება არ გამოაქვყენონ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ან მართლმსაჯულების სისტემაზე. საქართველო ამ მაჩვენებლებით ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას უსწრებს. ესეც სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, რადგან საქართველომ აშკარად გადაასწო ბევრ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ახლახანს კიდევ ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც მეტყველებს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარების ტენდენცია გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო. ანგარიშში აღნიშულია, რომ დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ 1991 წლიდან მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.

ასევე იხილეთ