leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა. ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.

კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა. საპროკურორო საბჭოს წარდგენილ კანდიდატს მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ასევე იხილეთ