ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო რეიტინგი განაახლა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რეიტინგში წინსვლა აქვს , ის ოთხი საფეხურით დაწინაურდა და 70-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. მან ჩემპიონატზე პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ჩეხეთს 1:1 ეთამაშა, ხოლო თურქეთთან და ესპანეთთან, რომელიც საბოლოოდ, ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, დამარცხდა.