მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ და ყველა ერთად საქართველოს საწინააღმდეგოდ, ომის მიზნებით მოქმედებენ
“ოპოზიციის კონფიგურაციას თავად ოპოზიცია არ წყვეტს, ამას მათი გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ გატესტა გიორგი გახარიამ მესიჯი, რომ „ლელო“ განაცებას უნდა გადავარჩინოო, რა რეაქციაც მიიღეს, ამის გამო თავი შეიკავეს გაერთიანებაზე. ამის შემდეგ, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გახარიასთვის გადანახული ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს, ახლა რეიტინგებს გატესტავენ და მერე ახალ დავალებებს მისცემენ. სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს, რადგან ამ კონფიგურაციით ხუთპროცენტიან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ისინი რომ თავისით არ მოქმედებენ, ეს მოცემულობაა, მათ საერთო პატრონი ჰყავთ და ყველა ერთად საქართველოს საწინააღმდეგოდ, ომის მიზნებით მოქმედებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.