ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას
„ჩინეთთან ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობს შეთანხმება და თანდათან ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მორიგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ეს იყო უვიზო რეჟიმი. ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი ერთი, რომ მობილობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას. ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი. ჩინეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.