leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაზე: ეს გზავნილი ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში არის საუკეთესო საინვესტიციო გარემო

“ეს გზავნილი ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში არის საუკეთესო საინვესტიციო გარემო. დღე არ გავა, რომ არ გამოქვეყნდეს რაიმე მონაცემი, სადაც ჩანს, რომ შედარება ძველ ხელისუფლებასთან არის შეურაცხმყოფელი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ კარგი პირობებია.

„ეს გზავნილი ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში არის საუკეთესო საინვესტიციო გარემო. დღე არ გავა, რომ არ გამოქვეყნდეს რაიმე მონაცემი, მათ შორის სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ობიექტური კვლევითი ორგანიზაციებისა, სადაც უკვე ჩანს, რომ შედარება ძველ ხელისუფლებასთან არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ გვაქვს ნებისმიერი მსგავსი მიმართულებით წარმატება, რომელიც შეუდარებლად მაღალია წინა ხელისუფლების „ნამოღვაწართან“.

რეალურად, საქართველოში არის საუკეთესო საინვესტიციო გარემო, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით – ამაზე ადვილი, როგორც საქართველოშია, ბიზნესის წარმოება ალბათ, არსადაა. პირველები ვართ ამ მიმართულებით, მათ შორის, ობიექტური მონაცემებითაც. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკა ვითარდება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რვა ათასს კარგა ხანია გადასცდა, სიღარიბე 30%-დან 12%-მდეა ჩამოსული, ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ პროგრესი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დინამიკით წარიმართება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ