leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძეს და მამუკა ხაზარაძეს ახლა გახარიაც თუ შეუერთდა, მოდით, ამ პარტიას დავარქვათ “პრინციპულები” 

“ანა დოლიძეს და მამუკა ხაზარაძეს ახლა გახარიაც თუ შეუერთდა, მოდით, ამ პარტიას დავარქვათ „პრინციპულები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ანა დოლიძე ხომ მთელი ცხოვრება ებრძვის მევახშეებს, თაღლითებს და სოციალური მიმართულების პოლიტიკოსია, ასე პოზიციონირებს და შეუერთდა ხაზარაძეს. ახლა გახარიაც თუ შეუერთდა, მათი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ამ პარტიას მოდით, ყველამ ერთად დავარქვათ „პრინციპულები“. რაც არ უნდა ირონიაში ჩამითვალოს ვიღაცამ, საუკეთესო გამოხატვაა მათი ერთობის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

ასევე იხილეთ