ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში გრძელდება. ის ყალბ დაპირებებს იძლევა, რის გამოც მშვიდობის მიღწევა ნაკლებად სავარაუდო ხდება, ხოლო ომი – მეტად საშიში. ამ შინაარსის სტატიას Politico აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, ვაშინგტონში გამართულ 2024 წლის NATO-ს სამიტზე, რომელიც ალიანსის შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნებოდა, ბლოკის ლიდერებმა უკრაინას ყალბი დაპირებების მორიგი რაუნდი შესთავაზეს, რაც რუსეთთან ომის პირობებში უმოქმედობაზე უარესია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2023 წელს, უკრაინის ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ, ჩამოყალიბდა აზრი, რომ უკრაინას არ შესწევს ძალა, საკუთარი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაიბრუნოს.
„ნამდვილად, დასავლეთის დიდძალი დახმარების მიუხედავად, კიევს უჭირს საკუთარი ტერიტორიების დაცვაც კი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან მოსკოვთან მოლაპარაკებებზე ფიქრი უნდა დაიწყოს, რათა ზავის მეშვეობით კონფლიქტი დაასრულოს ან გაყინოს მანამ, სანამ ბრძოლის ველზე სიტუაცია უფრო არ გაუარესდება და სივრცე მოლაპარაკებებისთვის არ შემცირდება.
ამის მაგივრად ვაშინგტონი და რიგი ევროპული ქვეყნები, სამწუხაროდ, საკუთარ პოზიციას აძლიერებენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინა ოდესმე NATO-ს წევრი გახდება. მათ სამიტის წინაც განაცხადეს, რომ უკრაინა NATO-ს წევრობისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზეა“, – წერს Politico.