leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვკითხულობთ, თურმე საქართველო საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობით გამორჩეულია, ამას უმალავენ კირბის ან მილერს, რომლებიც გვტუქსავენ ხოლმე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ობიექტური შეფასების შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით აღიარებულია სწორი რეფორმები და მმართველობა, გამჭვირვალობა, სასამართლოს მიმართ ნდობა.

ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიშზე, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვკითხულობთ, თურმე საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა თავისი რეფორმირებული ეკონომიკით, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობით. ამას უმალავენ ბატონ კირბის ან მილერს, რომლებიც გვტუქსავენ ხოლმე იმის გამო, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ და ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა კანონი მიიღო? დემოკრატიაში უკან არისო და რანაირად მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერში, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ. ვინც რეგიონში ობიექტურად მიმოიხილავს ქვეყნებს, ნახავთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი მეორე წელია, ყველაზე გამჭვირვალეა, ნდობაა სასამართლოს მიმართ. დიახ, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველია. სწორი რეფორმებისა და მმართველობის აღიარებაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე იხილეთ