leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა!

აღსანიშნია, რომ ევრო 2024-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის უდიდესი დამსახურებაცაა. მან 4 თამაშში 29 ბურთი მოიგერია და მხოლოდ სამი მოგერიებით ჩამორჩა იგორ აკინფეევის – 2008 წლის შედეგს ერთ ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით.

ამ შედეგით მან პირველი ადგილი დაიკავა გასულ ევროპის ჩემპიონატზე და მთელი 11 „სეივით” გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდების გოლკიპერ ბარტ ვერბრუგენს.

მისმა გასაოცარმა თამაშმა შედეგი გამოიღო და Transfermarkt-ზეც აისახა ფასის ზრდით. 21 მარტის მონაცემებით, ქართველი მეკარის ღირებულება 35 მილიონ ევროს აღწევდა. ევროს დასრულების შემდეგ კი, დღეს, მისი ღირებულება 10 მილიონით გაიზარდა და 45 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც ის მსოფლიოს უძვირესი მეკარის ტიტულს პორტუგალიის მეკარესთან, დიოგო ჟოტასთან ერთად იყოფს.

 

ასევე იხილეთ