leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს

“ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„უპრინციპო და პოლიტიკური მორალისგან სრულიად დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია, როგორც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, ისე ცვლის რიტორიკას. ის ატყობს, რომ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა არის თავისუფალ ვაჭრობასთან, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული, ამიტომ ცდილობს, რომ არ დაკარგოს ელექტორალური მცირედი მხარდაჭერა და ამ კუთხით, ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს“,– აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ