leaderboard_below_slide
left_sabechdi

სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდამჭერი სამეთაურო ცენტრი გერმანიაში სექტემბრიდან ამოქმედდება

“ნატოს სამეთაურო ცენტრი, რომელიც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას კოორდინაციას გაუწევს, გერმანიაში სექტემბრიდან ამოქმედდება”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში განუცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით შეგვექმნა სამეთაურო ცენტრი კოორდინაციისთვის და უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევისთვის. ეს სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. ის 700 ადამიანისგან შედგება და უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს“, – თქვა მან.

უკრაინის მხარდამჭერი სამეთაურო ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება ნატომ ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღო. ის გერმანიის ქალაქ ვისბადენში განთავსდება.

ასევე იხილეთ