leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენს 720 ევროდეპუტატიდან 401 დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგი იყო. ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ის 2013 – 2019 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წელს ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.

ასევე იხილეთ