leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიდ დიღომში, რამაზის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 4 643 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფერიანი საფარი დაიგო. კომპანია ჯივიპიმ”  წყალარინების სისტემისა და წყლის ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება შეფერხებით უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 412 776 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანია ლ ენდ ლ”-მა განახორციელა.

ასევე იხილეთ