leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: ოპოზიცია საქმის კეთების ბოიკოტშია, პარლამენტში სიარული ეზარებათ

“ოპოზიცია საქმის კეთების ბოიკოტშია, პარლამენტში სიარული ეზარებათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკასთან” განაცხადა.

„ოპოზიციას ეზარება პარლამენტში სიარული, მაგრამ ხელფასის აღება – არა. იმ პრივილეგიით სარგებლობენ, რაც ხელფასის სახით გამოიხატება. პარლამენტში მოსვლა, დაჯდომა და რეალური საქმის კეთება, მსჯელობაში ჩართვა, დისკუსია ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან გახსოვთ?“, – აღნიშნა გორდულაძემ.

14 მაისს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლელომ” საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

ასევე იხილეთ