leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ