leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი „სირცხვილიას“ დამფინანსებლებზე: „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება – თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ

„თავად ორგანიზაცია „სირცხვილიას“ სახელშივე დევს ზიზღი ხელისუფლების მიმართ, რომ უნდა გრცხვენოდეს შენი ქვეყნის, შენი ხელისუფლების. ჯერ, ასეთი სახელის მქონე ორგანიზაციას საერთოდ რომ დააფინანსებ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა

ჟურნალისტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს დამფინანსებელი ორგანიზაციების განცხადებები შეახსენა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიას ეხმარებიან. პაპუაშვილის თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება და ეს დემოკრატიული დახმარება არ არის.

„თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ ასეთი დემოკრატია, „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება და ეს დემოკრატიული დახმარება არ არის. ევროკავშირის ფული მიდის ორგანიზაციაში, რომელიც „მოლოტივის კოქტეილის“ რომანტიზებას ახდენს“!, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ