leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 2024 წელსაც აუცილებლად იქნება ბოიკოტი და აქედანვე ემზადებიან, რომ გამოაცხადონ არჩევნები არალეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა, მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა

2024 წელსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ბოიკოტი და ვხედავთ, რომ აქედანვე ემზადებიან იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოაცხადონ არჩევნები კიდევ ერთხელ არალეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა, მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რომ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ოპოზიცია მარცხს როგორ შეეგუება და არის თუ არა მათგან მოსალოდნელი პარლამენტის ბოიკოტი, არჩევნების არაღიარება.

„ეს არჩევნები წყალგამყოფია და ეს იქნება მკაფიო პასუხი მათთვის [ოპოზიციისთვის] იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხი არ იღებს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ სხვა გარე პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში. ამას უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც ამას პასუხი გაეცემა, მათი ჰონორიც და დამოკიდებულებაც შეიცვლება. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, აუცილებლად იქნება ბოიკოტი, ვინაიდან ეს არის ის ქცევა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციაა. 2016 წელს მათ ბოიკოტი ჰქონდათ, არ შედიოდნენ რამდენიმე კვირა [პარლამენტში], ბოლოს გაიყვნენ-გამოიყვნენ, რაღაცნაირად შევიდნენ. 2020 წელსაც ბოიკოტი ჰქონდათ, შემოვიდნენ ბოლოს. 2024 წელსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ბოიკოტი და ვხედავთ, რომ აქედანვე ემზადებიან იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოაცხადონ არჩევნები კიდევ ერთხელ არალეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა, მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ