leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი: აქ რომ ატეხილიყო ომი, ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი – აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად, ამას ვერ ხვდება ზოგიერთი ევროპელი

„აქ რომ ატეხილიყო ომი, ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი – აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო პირველი, ვისაც კბილებით უნდა დაეცვა, რომ საქართველო რამე შარში არ გახვეულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„აჟიტირება შეინიშნება ზოგიერთ აქტორში. როგორც წესი, ეს უფრო არიან პარლამენტის წევრები, რომლებსაც თავისუფალი მანდატი აქვთ და უფრო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევიან – ევროპარლამენტში იქნება ეს, თუ ნაციონალურ პარლამენტებში. ჩვენ ამ ზედაპირულობას და აჟიტირებულობას არ ავყევით. შემდეგ ბევრმა მადლობაც გვითხრა და სწორედ მოიქეცით, რომ არ აგვყევით ჩვენო. საბოლოო ჯამში, ასე გამოუვიდათ. ერთ-ერთმა ასეთმა მაღალჩინოსანმა, თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ თავიდან კი ვითხოვდით სანქციებს, მაგრამ ახლა აღარ ვითხოვთო.

იმედი გვაქვს, რომ მშვიდობა მალე დამყარდება უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით და უკრაინის პირობებით. როგორც კი ეს საკითხი მოწესრიგდება, ეს მღელვარებები, აჟიტირებები – ეს ყველაფერი დამშვიდდება და საბოლოოდ ყველა მიხვდება, თუ რა გააკეთა საქართველომ, მათ შორის ევროკავშირისთვის. მშვიდობა შევინარჩუნეთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის. აქ რომ ატეხილიყო ომი და აქ აუცილებლად ატყდებოდა, დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ჩვენ დავინგრეოდით, მაგრამ ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი – აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად. ამას ვერ ხვდება ზოგიერთი ევროპელი, რომ სინამდვილეში თვითონ დაზიანდებოდნენ. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო პირველი, ვისაც კბილებით უნდა დაეცვა, რომ საქართველო რამე შარში არ გახვეულიყო. ყველას აწყობდა რაღაც არეულობა, მაგრამ პირველ რიგში, ევროკავშირს არ აწყობდა აქ არეულობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ