leaderboard_below_slide

ლევან მაჭავარიანი: ძალიან ფრთხილად მოხდა ამნისტიის კანონპროექტის შემუშავება, ბევრი უწყება იყო ჩართული კონსულტაციის პროცესში 

“ძალიან ფრთხილად მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება და ბევრი უწყება იყო ჩართული კონსულტაციის პროცესში”,  – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველო კიდევ ერთი კომპონენტით დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

„ეს ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რესოციალიზაციაც გაცილებით უფრო მარტივად მოხდება საზოგადოებაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

ასევე იხილეთ