leaderboard_below_slide

არჩილ გორდულაძე: ამნისტიის პროექტი მიზნად ისახავს, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს მსჯავრდებულთა რაოდენობა

“წარმოდგენილია ამნისტიის პროექტი, რომელიც დაბალანსებულია და მიზნად ისახავს, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს მსჯავრდებულთა რაოდენობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების” თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება სხვა ნაბიჯები, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტი უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

დღეს “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

ასევე იხილეთ