leaderboard_below_slide

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

“აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“მსოფლიოში თუ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, შეაჩეროს ომი 24 საათის განმავლობაში და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია, საკითხავია, რა იქნება ამის საფასური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ჯეიმს დევიდ ვენსის გაცხადებაზე, რომელშიც ვენსმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს, რა მოუვა უკრაინას.

„შეიძლება, მას ნამდვილად არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ასევე იხილეთ