leaderboard_below_slide

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ერგება

“რადიკალური ოპოზიცია ფოკუსს ვერ ასწორებს, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ერგება, მიაჩნიათ, რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო არა ხალხი, არამედ უცხოეთიდან აქტორებია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ვნახეთ, რომ „ლელო“ ფეხებს აბაკუნებდა, მარტო ვიქნებითო, მაგრამ რამდენიმე პარტია მიუსვეს, მათ შორის „თავისუფლების მოედანი“, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შექმნა. თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს მათი ბოლო გაჩერება იქნება. გახარიაც ფეხებს აბაკუნებდა და ამბობდა, მარტო ვიქნებიო, არავინ ვარგაო, მაგრამ ვნახეთ, ნელ-ნელა ხაზარაძეს ეხუტება და ივიწყებს, მის წინააღმდეგ ცუდი არაფერი მითქვამსო. იმ სცენარს ვხედავთ, რაც ოპოზიციაში უცხოური ძალის მიერ ლაგდება. 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი იქნება – სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა “პირველ არხს”.

ასევე იხილეთ