დავით ქართველიშვილი: მორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში – „პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით“ საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4-ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.
როგორც ქართველიშვილი წერს, ამ კომპონენტში უკრაინას და მოლდოვას როგორ „დავეწიოთ“ – ზურაბიშვილის რეკომენდაციას გაეცნობოდა კაცი.
„მორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში: „პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით“ საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ კომპონენტში უკრაინას და მოლდოვას როგორ „დავეწიოთ“ – ზურაბიშვილის რეკომენდაციას გაეცნობოდა კაცი…“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.