leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე: რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელის ამ ინიციატივას, წარმომიდგენია, რაოდენი სიხარულია დღეს მათში

„LGBT უფლებები სრულად არის დაცული საქართველოში. მაგრამ, ფსევდოლიბერალებისთვის ეს არ არის საკმარისი და მუდმივად ცდილობდნენ, უფლებრივი დაცვა პროპაგანდაში გადაეზარდათ“, – ასე ეხმიანება, საკანონმდებლო ინიციატივას LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.

„მას შემდეგ, რაც დემოკრატიის მანტიით შემოსილმა ფსევდოლიბერალურმა პარტიებმა სერიოზულად ფეხი მოიკიდა საქართველოში, ქართველ ხალხში გაჩნდა მართებული შიში ეროვნული ღირებულებების დაკარგვის. ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდო ლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.

რამდენიმე წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სწორედ უმცირესობების უფლებების დაცვას გულისხმობს. LGBT უფლებები სრულად არის დაცული საქართველოში. მაგრამ, ფსევდოლიბერალებისთვის ეს არ არის საკმარისი და მუდმივად ცდილობდნენ უფლებრივი დაცვა პროპაგანდაში გადაეზარდათ.

რამდენი პროვოკაცია მოაწყვეს ამისთვის, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და რასაც შემდეგ ოპოზიციური ძალები და მათი ენჯეოები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდნენ. რამდენი ხანია ქართველი ხალხი ამ ინიციატივას ელის. წარმომიდგენია, რაოდენი სიხარულია დღეს მათში. ეს არის გზა ქვეყნის ტრადიციების შენარჩუნების და ასევე სწორი განვითარების. საქართველოში ორივე კანონი მიღებული იქნება, ანტიდისკრიმინაციულიც და ანტიპროპაგანდისტულიც. ეს არის ღირსეული გზა ევროპისკენ“, – წერს ჩიბურდანიძე.

 

ასევე იხილეთ